არჩევნები 2021

უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი: გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა

მიხეილ სააკაშვილი
კადრი ვიდეოდან/ facebook

უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

"მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ის ახლა საქართველოშია. გუშინ საღამოს შემდეგ კონტაქტი არ მქონია, სამი დღის წინ შეკრიბა ოფისის წამყვანი მენეჯერები და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესებია და მისი იქ ყოფნა აუცილებელია. არ დაუზუსტებია, როდის დაბრუნდება უკრაინაში, თუმცა, თქვა, რომ მალე“- უთხრა ბარაბაშმა პალიტრანიუსს [გამოყენებულია მათი თარგმანი].

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. მმართველი გუნდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოულახავს და არც ვიდეოა საქართველოში გადაღებული.

კომენტარები