ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქალაქში ახალი კანდიდატების პოსტერები გამოჩნდა. თბილისის საკრებულოში ადგილებისთვის ჯეიმს ბონდი და ედი ბროკი იგივე ვენომი მიიღებენ მონაწილეობას. სახუმარო პოსტერები კინოთეატრების ქსელ Cavea-ს ეკუთვნის. ბონდის 25-ე ფილმი, ვენომის გაგრძელება, დიუნი და სხვა ფილმები ქართულ კინოდარბაზებში ოქტომბერში გამოვა.








