მაყურებლისთვის ცნობილი ბიოპიკის, Social Network-ის მეორე ნაწილზე მუშაობა დაიწყო - ფილმის სიქუელის რეჟისორი აარონ სორკინი იქნება.
ცნობისთვის, Social Network ამერიკელი რეჟისორის, დევიდ ფინჩერის მიერ, 2010 წელს გადაღებული ბიოპიკის ჟანრის ფილმია, რომელიც მოგივთხრობს სოციალური ქსელის, Facebook-ის შექმნის ისტორიას - ფინჩერის ფილმში მთავარ როლებს ჯესი ეიზენბერგი (მარკ ზაკერბერგის როლში), ენდრიუ სკოტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებდნენ.
აქამდე ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა, ჯესი აიზენბერგმა გამოცემა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას აღარ სურს ასოცირდებოდეს კომპანია Meta-ს დამფუძნებელთან, მარკ ზაკერბერგთან, რომლის როლიც აიზენბერგმა ფინჩერის ფილმში შეასრულა.
აიზენბერგმა ინტერვიუში ისაუბრა Meta-ს მიერ ფაქტჩეკინგის (ფაქტების შემოწმების) გაუქმების საკითხზე და აღნიშნა, რომ რასაც ზაკერბერგი აკეთებს, ძალიან პრობლემატურია.
"მე არ მივსდევდი მის [ზაკერბერგის] ცხოვრების ტრაექტორიას ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ მინდა ასოცირებული ვიყო ასეთ ადამიანთან.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე, თითქოს ვინმე დიდი გოლფის მოთამაშე განვასახიერე და ახლა ხალხი ფიქრობს, რომ მე დიდი გოლფისტი ვარ.
რასაც ის [ზაკერბერგი] აკეთებს, ძალიან პრობლემატურია - ფაქტჩეკინგის შეწყვეტით, ამ სამყაროში უკვე საფრთხეში მყოფ ადამიანების, კიდევ უფრო საფრთხეში აქცევს.
მირჩევნია ვიყო ადამიანი, ვინც კითხულობს გაზეთებს და დაქორწილებულია ადამიანზე, რომელიც შშმ პირთა სამართლიანობისთვის იბრძვის, ვიდრე ვიყო მსახიობი, რომელმაც ოდესღაც ზაკერბერგის როლი ითამაშა ფილმში
ამ ხალხს მილიარდობით დოლარი აქვთ, იმაზე მეტი ფული, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადამიანს და რას აკეთებენ?" - თქვა აიზენბერგმა BBC-სთან 5 თებერვლის ინტერვიუში.
არსებული ინფორმაციით, სორკინის გაგრძელება Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ჯეფ ჰოროვიცის საგამოძიებო სერიას, "ფეისბუქის ფაილებს" დაეყრდნობა.
ამ დროისთვის, ფილმის სამსახიობო შემადგენლობა უცნობია.





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)