ანტიპრემიის ოქროს ჟოლოს (Golden Raspberry Awards) რიგით 45-ე დაჯილდოების ნომინაციები ცნობილია.
ბოლო მონაცემებით, წლის ყველაზე ცუდი ფილმის მთავარი პრეტენდენტი ტოდ ფილიფსის ჯოკერის მეორე ნაწილია - ჯოკერის მეორე ნაწილი ასევე დასახელებულია 7 სხვადასხვა კატეგორიაში.
ოქროს ჟოლოს 2025 წლის შედეგებს მაყურებელი მიმდინარე წლის 1-ელ მარტს გაიგებს.
ცნობისთვის ანტიპრემია, რომელიც ყოველწლიურად ყველაზე ცუდ ფილმს ავლენს 1981 წელს დაარსდა. დაჯილდოების რეკორდსმენი სილვესტერ სტალონეა, მას 15 ნომინაცია და 4 გამარჯვება აქვს.
წარმოგიდგენთ 2025 წლის ოქროს ჟოლოს ნომინაციებს:
ყველაზე ცუდი ფილმი
Borderlands, რეჟ. ილაი როთი
Joker: Folie à Deux, რეჟ. ტოდ ფილიფსი
Madame Web, რეჟ. სიჯეი კლარკსონი
Megalopolis, ფრენსის ფორდ კოპოლა
Reagan, რეჟ. შონ მაკნამარა
ყველაზე ცუდი რეჟისორი
სიჯეი კლარკსონი (Madame Web)
ფრენსის ფორდ კოპოლა (Megalopolis)
ტოდ ფილიფსი (Joker: Folie a Deux)
ილაი როთი (Borderlands)
ჯერი საინფილდი (Unfrosted)
ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი
ჯეკ ბლექი (Dear Santa)
ზაქარი ლევი (Harold and the Purple Crayon)
ხოაკინ ფენიქსი (Joker: Folie à Deux)
დენის ქუაიდი (Reagan)
ჯერი საინფილდი (Unfrosted)
ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი
ქეით ბლანშეტი (Borderlands)
ლეიდი გაგა (Joker: Folie a Deux)
ბრაის დალას ჰოვარდი (Argylle)
დაკოტა ჯონსონი (Madame Web)
ჯენიფერ ლოპეზი (Atlas)
ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი
ჯეკ ბლექი (როგორც ხმა) - Borderlands
კევინ ჰარტი (Borderlands)
შაია ლაბაფი (Megalopolis)
ტაჰარ რაჰიმი (Madame Web)
ჯონ ვოითი (Megalopolis, Reagan, Shadow Land & Strangers)
ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი
არიანა დებოსი (Argylle & Kraven the Hunter)
ლესლი ენ დაუნი (მარგარეტ ტეტჩერის როლში) - Raegan
ემა რობერტსი (Madame Web)
ემი შუმერი (Unfrosted)
ეფქეი თვიგსი (The Crow)





![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)