კინო

კაილ მაკლაქლენის გამოსამშვიდობებელი წერილი დევიდ ლინჩს

ამერიკელი მსახიობი და დევიდ ლინჩის ცნობილი ტელესერიალის "Twin Peaks"- ის ვარსკვლავი, კაილ მაკლაქლენი სოციალურ ქსელში დევიდ ლინჩისადმი მიძღვნილ გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.

16 იანვარს 78 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი, მუსიკოსი და მსახიობი, დევიდ ლინჩი გარდაიცვალა.

"42 წლის წინ, ჩემთვის წარმოუდგენელი მიზეზების გამო დევიდ ლინჩმა გაურკვევლობიდან გამომიყვანა მის პირველ და ბოლო დიდ ბიუჯეტიან ფილმში - მან აშკარად რაღაც დაინახა ჩემში, რასაც მე ვერ ვხედავდი.

მთელი ჩემი კარიერა და ხედვა ნამდვილად მისი დამსახურებაა.

მე მასში ვხედავდი იდუმალებით მოცულ, ინტუიციურ ადამიანს, რომელშიც კრეატიულობა ოკეანესავით იყო ამოხეთქილი - ის იყო კავშირში ისეთთან, რასაც ჩვენ, დანარჩენები ვისურვებდით რომ მივახლოებოდით.

ჩვენი მეგობრობა ლურჯი ხავერდის (1986) გადაღებისას დაიწყო, რასაც შემდგომ თვინ ფიქსი (1990) მოჰყვა და მე ყოველთვის მიმაჩნდა იგი ყველაზე ავთენტურ, ცოცხალ ადამიანად რომელსაც ოდესმე შევხვედრილვარ

დევიდი სამყაროსთან და საკუთარ წარმოსახვასთან იმ დონემდე იყო შერწყმული, რომელიც ადამიანის საუკეთესო ვერსიას შეიძლება ჰქონოდა.

მას არ აინტერესებდა პასუხები, რადგან იცოდა, რომ კითხვები არის ის, რაც განაპირობებს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ.

მსოფლიომ დაკარგა არაჩვეულებრივი ხელოვანი, მე კი დავკარგე ჩემთვის ძვირფასი მეგობარი, რომელმაც წარმოიდგინა ჩემთვის მომავალი, საშუალება მომცა მემოგზაურა ისეთ სამყაროში, რომელში მოგზაურობასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

მე ახლა ვხედავ მას, ჩემს ეზოში დგას, რომ მომესალმოს თბილი ღიმილითა და ჩახუტებით - ჩვენ ალბათ ყავაზე და მოულოდნელის სიხარულზე, სამყაროსა და სიცილის სილამაზეზე ვილაპარაკებდით.

მისი სიყვარული ჩემდამი და ჩემი მის მიმართ ორი ადამიანის კოსმიური ბედისწერის შედეგად გაჩნდა, რომლებმაც ერთმანეთში საკუთარი თავის საუკეთესო მხარეები დაინახეს

იმაზე მეტად მომენატრება ის, ვიდრე სიტყვები გადმოსცემს და ჩემი გული გაუძლებს - ჩემი სამყარო გაცილებით უფრო სრულყოფილია, რადგან მე ვიცნობდი მას და ახლა, როცა ის აღარ არის დაცარიელდა.

დევიდ, მე სამუდამოდ შევიცვალე - მადლობა, სამუდამოდ შენი კაილი". - წერს მსახიობი.

კომენტარები