ვენომი

ვენომი 2 საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე გამოვა

Brick Fanatics

ახალი ბლოკბასტერი ვენომი 2 კინოთეატრების ქსელში Cavea, 30 სექტემბერს, მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე გამოვა. 

Marvel-ისა და Sony Picture-ის ერთობლივი ნამუშევარი 2018 წლის ფილმის პირდაპირი გაგრძელებაა. სიუჟეტის მიხედვით ედი ბროკი და ვენომი მშვიდად თანაარსებობას ცდილობენ, მათ იდილიას ახალი ბოროტმოქმედი, სიმბიოტი ქარნიჯი არღვევს. 

მეორე ნაწილი მსახიობმა ენდი სერკისმა გადაიღო, მაყურებელი მას ბეჭდების მბრძანებლის საგაში შესრულებული გორლუმის როლით იცნობს. ედი ბროკის როლს უცვლელად ტომ ჰარდი ასრულებს, ხოლო ქარნიჯს ოსკარის ნომინანტი ვუდი ჰარელსონი განასახიერებს. ძველ როლს დაუბრუნდება ასევე მიშელ უილიამსი. 

ვენომი მარველის კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ანტიგმირია, რომელიც პირველად ადამიანი ობობას ერთ-ერთ ნომერში, 1984 წელს გამოჩნდა. დიდ ეკრანზე ბოროტმოქმედი Spider Man-ის პირველ ტრილოგიაში ტოფერ გრეისმა განასახიერა. ტომ ჰარდის ვერსიამ მაყურებელთა და კრიტიკოსთა დადებით გამოხმაურება მიიღო, ასევე კინოგაქირავებაში 850 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.

 

კომენტარები