ავღანეთი

ბაიდენი ტერორისტებს: არ გაპატიებთ, არ დაგივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ

ურთულესი დღეა, თუმცა ჩვენ ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ. მათ უფლებას არ მივცემთ, შეწყვიტონ ჩვენი მისია. ჩვენ გადავარჩენთ ამერიკელებს და ავღანელ მოკავშირეებს, ევაკუაცია გაგრძელდება.

მივმართავ ტერორისტებს, არ გაპატიებთ, არ დაგივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ. 

გავეცი ბრძანება, შემუშავებულ იქნეს ISIS-K-ს ხელმძღვანელობაზე, აქტივებსა და ობიექტებზე შეტევის გეგმები, ჩვენ მათ ძალითა და სიზუსტით ვუპასუხებთ. მე დავიცავ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შესახებ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

26 აგვისტოს ტერაქტზე, რომელსაც 60 ადამიანის, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ [ISIS-K] აიღო

კომენტარები