ჟურნალისტებზე ძალადობა

ვაშაძე წულუკიანზე: ადგეს ახლა გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და ჯარიმა გამოუწეროს

"ადგეს ახლა გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა". - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრზე, თეა წულუკიანზე.  

"ფაქტი არის ამაზრზენი, ამორალური, ყოველგვარ ნორმას და პრინციპს გადასული. რომელ ქვეყანას უნდა შევადაროთ, არც ვიცი. მინისტრის მხრიდან ასეთი ქმედება საჯარო სივრცეში არც არსად მინახავს საერთოდ. დემონსტრირება სურდა, კითხვაზე პასუხი რომ არ აქვს, გადადის აგრესიულ ქმედებაზე. 

ადგეს ახლა გომელაური, დაიცვას პოლიციელის მუნდირი, წავიდეს და თეა წულუკიანს გამოუწეროს 4 500-ლარიანი ჯარიმა, ან, მეორე ვარიანტია, მოითხოვოს სასამართლოში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა". - ამბობს ვაშაძე. 

22 ივლისს თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა. ჟურნალისტ, ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. წულუკიანი ამბობს, რომ მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა "როცა ესენი 3 ოქტომბერს ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია".

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

კომენტარები