პრაიდის კვირეული

"შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება"– მიტროპოლიტი იოანე მთავარი არხის ჟურნალისტს

საქართველოს საპატრიარქო

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი მთავარი არხის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერიძეს დაემუქრა. 

"შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები"- ასე მიმართა მიტროპოლიტმა ჟურნალისტს, რომელიც მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა. მიტროპოლიტმა ჟურნალისტს შეახსენა, რომ 7 აპრილს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მეუფე იოანე 5 ივლისის მსგავსად დღესაც აგრესიით გამოირჩეოდა მედიის მიმართ. მეუფე იოანემ, რომლის თვალწინაც  სასტიკად სცემეს ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავას, თქვა, რომ 5 ივლისს ჟურნალისტმა პერანგი თავად შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და ჩხუბი თავად დაიწყო.

კადრებში ჩანს, რომ წვერავა მეუფე იოანესთვის კითხვის დასმას ცდილობდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ადგილიდან გაიყვანეს - ჟურნალისტს ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიასთან ათობით ორკი ფიზიკურად გაუსწორდა.

 

 

კომენტარები