ჰაიტი

ჰაიტის პრეზიდენტი შეიარაღებულმა პირებმა საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი

7 ივლისს დაუდგენელი შეიარაღებული პირები, მათ შორის ესპანურენოვნები, ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის რეზიდენციაში შეიჭრნენ, ისროლეს და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტი ჭრილობს შედეგად გარდაიცვალა

დაჭრილია ჰაიტის პირველი ლედიც. 

ამის შესახებ განცხადება ჰაიტის პრემიერმინისტრმა, კლოდ ჟოსეფმა გააკეთა. მისი თქმით, ახლა ქვეყნის მეთაურის ადგილს დროებით თავად დაიკავებს. 

ჟოზეფმა დაგმო ეს "არაადამიანური და ბარბაროსული" აქტი და თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სიტუაცია კონტროლს ქვეშ აქვთ. 

თავდასხმა ჰაიტიში პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მოხდა. 

კარიბის ზღვაში მყოფი ქვეყნის ქუჩებში ხშირია სხვადასხვა ბანდებისა და დაჯგუფებების შეტაკებები ერთმანეთთან, ან პოლიციასთან.

მოიზი ჰაიტის პრეზიდენტი 2017 წლიდან იყო. ოპოზიცია მას დიქტატრუის დამყარების სურვილში ადანაშაულებდა, რასაც მოიზი უარყოფდა. 

კომენტარები