ჰაიტიში, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მახლობლად მდებარე ქალაქში შეირაღებული ბანდის მხრიდან თავდასხმის შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა, 6 000-ზე მეტი იძულებული გახდა, გაქცეულიყო.
გაეროს ცნობით, დაღუპულებს შორის 10 ქალი და 3 მცირეწლოვანი ბავშვია. გრან გრიფის ბანდის წევრებმა ცეცხლი წაუკიდეს, სულ მცირე, 45 სახლს და 34 მანქანას, რის გამოც მოქალაქეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია.
”დანაშაული დაუცველი ქალების, კაცების და ბავშვების წინააღმდეგ არის არა მხოლოდ თავდასხმა მსხვერპლზე, არამედ მთელი ჰაიტის ერის წინააღმდეგ” - წერს ჰაიტის პრემიერმინისტრი გარი კონილი X-ზე და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ძალები აძლიერებენ ტერიტორიას.