ჰაიტი

ჰაიტიში ბანდამ "ჯადოქრობის" ბრალდებით, სულ მცირე, 110 ადამიანი მოკლა

CBS News

ჰაიტის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ქსელის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში ერთ-ერთმა ძლიერმა შეიარაღებულმა ბანდამ, სულ მცირე, 110 ადამიანი, ძირითადად მოხუცებული პირები, "ჯადოქრობის" ბრალდებით მოკლა

ორგანიზაციისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოხუცების დახოცვის შესახებ ბრძანება ერთ-ერთი ბანდის ლიდერმა თავისი შვილის გაურკვეველი ავადმყოფობისა და სიკვდილის შემდეგ გასცა. მან ამის შესახებ ვუდუს შამანს მიმართა, რომელმაც ბავშვის სიკვდილი ადგილობრივი მოხუცების "ჯადოქრობას" დააბრალა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბანდამ მცხოვრებებს მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიის დატოვების ნება არ დართო, ამიტომ ხოცვა-ჟლეტის შესახებ ინფორმაცია გვიან გავრცელდა. 

უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თქმით, მოხუცების დახოცვის შესახებ ბრძანება მონელ ფელიქსმა, იგივე მიკანომ, გასცა, რომელიც პორტ-ო-პრენსის პორტის სტრატეგიულ ნაწილს, ვერფ ჟერემის აკონტროლებს. 

ბოლო წლებში ჰაიტიში კრიზისული ვითარება არის. ბანდები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

კომენტარები