დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

AP

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის საზღვარზე დაპირისპირების შემდეგ დაძაბულობისა და შეტაკებების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნების უშიშროების სამსახურების თავმჯდომარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ყირგიზეთში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადეს.

"ტრაგედია, რომელიც საზღვარზე მოხდა, აღარასოდეს უნდა გამეორდეს". - თქვა საიმუმინ იატიევმა, ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განცხადების გაკეთებისას.

განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ყირგიზეთის სასაზღვრო დაცვამ გამოაცხადა, რომ ტაჯიკეთის ძალებმა ყირგიზულ მხარეს ცეცხლი გაუხსნეს.

ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვსა და ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შორის შაბათს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორივე ქვეყნის საგარეო მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეესრულებინათ. ყირგიზეთშიც და ტაჯიკეთშიც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული და ორივე ქვეყანა რუსეთს მოკავშირედ ქმნის.

დაპირისპირება გასულ კვირაში დაიწყო ტაჯიკეთის სუგჰდის პროვინციისა და ყირგიზეთის ბატკენის პროვინციის შორის სასაზღვრო ზონაში. დაპირისპირების მიზეზი ისფარას მდირანესთან არსებული წყლის რეზერვუარია რომელზეც ტერიტორიულ პრეტენზიას ორივე ქვეყანა აცხადებს. ორივე მხრიდან სოფლების მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს და მალევე დაპირისპირებაში სასაზღვრო დაცვა ჩაერთო. დაიწვა სულ მცირე ერთი ყირგიზული სასაზღვრო პოსტი და რამდენიმე სახლი ორივე მხარეს. ყირგიზული მხარის თანახმად, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

ყირგიზეთის თანახმად დაიღუპა 34 ადამიანი და დაიჭრა 132. დაღუპულთაგან მხოლოდ სამია სამხედრო პირი. ტაჯიკეთის ადგილობრივი მთავრობის თანახმად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის 6 მესაზღვრე და ერთი პოლიციელი.

ტერიტორია, სადაც დაპირისპირება დაიწყო მოიცავს გზას რომელიც ტაჯიკეთის ექსკლავს, ვორუხს ქვეყანასთან აკავშირებს. კიდევ ერთი გზა რომელიც სადავო ტერიტორიას კვეთს ერთადაერთი მაკავშირებელია ყირგიზეთის ლეილეკის ოლქსა და დანარჩენ ქვეყანას შორის.

მცირე დაპირისპირებები ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ცუდად დემარკირებულ საზღვრის მიდამოებში ხშირია, თუმცა ბოლო კვირის ესკალაციის მასშტაბამდე საქმე, ჩვეულებრივ, არ მიდის.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, ორ ქვეყანას შორის რიგი ტერიტორიული კონფლიქტები წარმოიშვა. საზღვრის ორ მესამედზე მეტი დავის საგანია, მათ შორის ვორუხის ექსკლავის გარშემო არსებული ტერიტორია, სადაც დაპირისპირება მოხდა.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თქმით, ტაჯიკურმა მხარემ მიზანმიმართულად მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება. თავის მხრივ ტაჯიკეთის უსაფრთხოების კომიტეტმა ყირგიზეთი დაადანაშაულა ტაჯიკი ჯარისკაცებისთვის ცეცხლის გახსნაში.

კომენტარები