უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა ხელი მოაწერა პრემიერმინისტრ პეტერ მადიარის მმართველი პარტიის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც მისი უფლებამოსილების ვადა დასრულდა. ამის შესახებ შუიოკმა განცხადება 18 ივლისს გაავრცელა.
მმართველმა პარტია Tisza-მ ცვლილებას მხარი ვიქტორ ორბანის ძალაუფლების კერების მოშლის ძალისხმევის ფარგლებში დაუჭირა. მადიარის თქმით, ამისთვის მან აპრილის არჩევნებში ამომრჩევლებისგან ძლიერი მანდატი მიიღო.
ხელმოწერილი ცვლილებით, შუიოკის საპრეზიდენტო ვადა დაუყოვნებლივ დასრულდა. შესწორების ტექსტში ამის საფუძვლად საზოგადოების მიერ 2024 წელს ორბანის პარტია Fidesz-ის დეპუტატების მიერ არჩეული პრეზიდენტის მიმართ "ნდობის სერიოზული დაკარგვაა" დასახელებული.
შუიოკმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე ხელმოწერის გარდა სხვა არჩევანი მას არ გააჩნდა: "კონსტიტუციის მეჩვიდმეტე შესწორება უნგრეთის კონსტიტუციურ დემოკრატიაში გარდამტეხი მომენტია." – აღნიშნა მან.
"საჯარო თანამდებობის პირების ისეთი გზით ჩამოშორება, რომელიც კანონის უზენაესობას აშკარად არღვევს... ქმნის უარყოფით პრეცედენტს და ღრმა ჭრილობას აყენებს დემოკრატიის კონსტიტუციურ ღირებულებებს, ხელისუფლების დანაწილებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს." – დაამატა შუიოკმა.
ახლა უნგრეთის პარლამენტი, სადაც მადიარის პარტია Tisza-ს ორ-მესამედიანი უმრავლესობა უკავია, კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლამდე ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
ამას გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებით 12-წლიანი ვადით ზღუდავს დეპუტატებს და კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეებისთვის პენსიაში გასვლის ასაკად 70 წელს აწესებს, რის გამოც სასამართლოს ამჟამინდელი პრეზიდენტი და ორბანის მოკავშირე პეტერ პოლტი იძულებული გახდება, პენსიაში გავიდეს.




