დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კონფლიქტის დასრულების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს კონფლიქტის დასრულების შესახებ

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტების (GKNB) ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გამართეს ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე სიტუაციის მოსაგვარებლად.

"ბატკენის რეგიონის ყიზილ-ბელის საგუშაგოზე გაიმართა მოლაპარაკებები ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელთან, საიმუმინ იატიმოვთან საზღვარზე სიტუაციის მოსაგვარებლად". - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაჯიკურმა მხარემ ხელი მოაწერა ოქმს კონფლიქტის დასრულებასა და მისი შედეგების აღმოფხვრაზე. ტაშიევმა იმედი გამოთქვა, რომ პროტოკოლის ყველა პუნქტი განხორციელდება და "მშვიდობა და ჰარმონია დამყარდება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მიწებზე".

16 სექტემბერს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარზე შეტაკებები განახლდა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში აცხადებდნენ, რომ ტაჯიკები ყირგიზეთის საგუშაგოებს მთელი სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ თავს ესხმოდნენ. შეტაკებებში იყენებდნენ საარტილერიო დანადგარებსაც.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია ხელახლა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებს შორის სროლა სამ რეგიონში, მათ შორის ტაჯიკეთის ანკლავ ვორუხის საზღვარზეც მიმდინარეობდა. ტაჯიკეთის ინფორმაციით, შეტაკებებს მათი ერთი სამხედრო ემსხვერპლა. 

ყირგიზეთის ინფორმაციით, 14 სექტემბრის შეტაკება იმიტომ დაიწყო, რომ ტაჯიკი მესაზღვრეების დანაყოფმა სასაზღვრო მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციები დაიკავა.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის მსგავსი დაპირისპირებები იშვიათი შემთხვევა არაა, რადგან ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია ცუდად არის ჩატარებული. გასულ წელს მსგავსი დაძაბულობა თითქმის სრულმასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა.

როგორც ყირგიზეთი, ისე ტაჯიკეთი, რუსეთის მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები.

კომენტარები