დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

პუტინმა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებს დეესკალაციისკენ მოუწოდა

Alexandr Demyanchuk/Sputnik/Kremlin Pool/AP

კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას მხარეებს დეესკალაციისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მოუწოდა მოუწოდა.

"ვლადიმირ პუტინმა მხარეებს მოუწოდა, თავიდან აიცილონ შემდეგი ესკალაცია და მიიღონ ზომები რაც შეიძლება მალე კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით გადაწყვეტისთვის. პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უზრუნველყოს საჭირო დახმარება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად". – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

16 სექტემბერს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარზე შეტაკებები განახლდა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში აცხადებდნენ, რომ ტაჯიკები ყირგიზეთის საგუშაგოებს მთელი სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ თავს ესხმოდნენ. შეტაკებებში იყენებდნენ საარტილერიო დანადგარებსაც.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია ხელახლა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებს შორის სროლა სამ რეგიონში, მათ შორის ტაჯიკეთის ანკლავ ვორუხის საზღვარზეც მიმდინარეობდა. ტაჯიკეთის ინფორმაციით, შეტაკებებს მათი ერთი სამხედრო ემსხვერპლა. 

ყირგიზეთის ინფორმაციით, 14 სექტემბრის შეტაკება იმიტომ დაიწყო, რომ ტაჯიკი მესაზღვრეების დანაყოფმა სასაზღვრო მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციები დაიკავა.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის მსგავსი დაპირისპირებები იშვიათი შემთხვევა არაა, რადგან ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია ცუდად არის ჩატარებული. გასულ წელს მსგავსი დაძაბულობა თითქმის სრულმასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა.

როგორც ყირგიზეთი, ისე ტაჯიკეთი რუსეთის მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები.

კომენტარები