ვაქცინაცია

COVID 19-ის ვაქცინით გასულ დღე-ღამეში 1 729 ადამიანი აიცრა, სულ 45 338, ორივე დოზა 6 064-მა პირმა მიიღო

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გასულ დღე-ღამეში 1 729 ადამიანმა გაიკეთა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 45 338 პირი აიცრა, მათგან ვაქცინის ორივე დოზა 6 064-მა მოქალაქემ მიიღო. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

Pfizer-BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყო. ჩინური სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება, რეგისტრაციის გავლა 27 აპრილიდანაა შესაძლებელი. სინოფარმით ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები