თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Pfizer-ის ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი დაფრინდა.
საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის 30 000 დოზა მიიღო.
Pfizer-ი აშშ-ი შექმნილი ვაქცინაა.
საქართველოში ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალის გარდა, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც შესაძლებელია. აცრის მსურველს შეუძლია, არჩევანი გააკეთოს Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის.
Pfizer-ის ეფექტიანობის გასააქტიურებლად, AstraZeneca-ს მსგავსად, 2 აცრაა საჭირო.
Pfizer-მა Covid-19-ის ვაქცინის გამოცდა 95%-იანი ეფექტიანობით დაასრულა.