დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს იმ პირებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს.
NCDC-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია:
- ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში
- დაიცვათ, სულ მცირე, 1 მეტრი დისტანცია
- თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
- მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
- სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა სამშაბათს, 30 მარტიდან დაიწყება.