კორონავირუსი და შეზღუდვები

3-დან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ქვეყანაში მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვას გამონაკლისის სახით, რამდენიმე საათით გვიან დაიწყებს. კერძოდ, კომენდანტის საათი 1 მაისის 23:00-დან 2 მაისის 04:00-მდე იმოქმედებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე სიარული შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

კომენტარები