კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: თუ მაისში ასეთი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, სხვა შემსუბუქებებზეც იქნება საუბარი

ეს ყველაფერი არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტაბილური. ვფიქრობთ, რომ ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს მაისშიც. ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე, თუ ჩვენ  შევინარჩუნეთ მსგავსი ეპიდსიტუაცია მაისის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შემდგომ იქნება საუბარი სხვა შემსუბუქებებზეც.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. დღეიდან, 2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. ასევე, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.

კომენტარები