კორონავირუსი და შეზღუდვები

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება – სრულად

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, "პანდემია დასასრულს უახლოვდება" და დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ რიგი შეზღუდვები გააუქმა:

  • 28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება;
  • უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის, მათ შორის, სოციალურ ღონისძიებებზე;
  • ე.წ დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
  • უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.


გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 053 ახალი შემთხვევა. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 643 295 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 601 578 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 678.

კომენტარები