კორონავირუსი და შეზღუდვები

აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი გვიან დაიწყება და ადრე დამთავრდება

სამების საკათედრო ტაძარი
ტაბულა

საქართველოს მთავრობა აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვას გამონაკლისის სახით, რამდენიმე საათით გვიან დაიწყებს. კერძოდ, კომენდანტის საათი 1 მაისის 23:00-დან 2 მაისის 04:00-მდე იმოქმედებს.

"საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

გამონაკლისის სახით, ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს პირველი მაისის 23:00-დან ორი მაისის 04:00-მდე". – აცხადებს მთავრობა.

გარდა ამისა, სააღდგომო დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები.

აღსანიშნავია, რომ კომენდანტის საათზე არანაირი გამონაკლისი არ დაუშვიათ რელიგიური უმცირესობებისთვის, აღდგომისა და შობის ღამეს. 

კომენტარები