კორონავირუსი და შეზღუდვები

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

adf.org.au

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება, თუმცა მისი გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება.

[...] რომ შევაჯამოთ, პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, ამ ეტაპზე უქმდება". – თქვა უწყებათაშორისი შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები