ჟურნალისტზე თავდასხმა

ხაინდრავა სანაიას: საჯაროდ მიიღებს პასუხს ის და მთელი მისი შანტრაპა

"საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად. ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია შეკრებილი".- კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ვახო სანაიას დაემუქრა გაჩეჩილაძეებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, მას შემდეგ, რაც გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) აქცია დააანონსა  სანაიას საქმეზე დაკავებულების გასათავისუფლებლად

"ამის შემდეგ ლაპარაკი, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და რაღაცა გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, დამთავრებულია. მან თავისი ნებით შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, ამიტომ მოლოდინი ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს. უნდა იცოდეს, რომ ძალიან,  ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მოერიდოს, რომელიც ამ ოჯახს პატივს სცემს, ვინც ამ ოჯახის მეგობრად თვლის თავს და დიდ პატივს სცემს გია და ლევან გაჩეჩილაძეების მშობლებს". - ამბობს გოგა ხაინდრავა

 20 აპრილს  მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) აქცია დააანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად: "ერთადერთ რაღაცას, რასაც ვაპირებთ, ვაპირებთ მოსვლას, დგომას და, თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, აი, ასე მდუმარედ, რა, სანამ ადამიანების გულებში არ აღიძრება სამართლიანობის მომენტი, რა".

უცნობი სანაიას საქმეზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად და მედიაპატიმრებად მოიხსენიებს.


ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

კომენტარები