ჟურნალისტზე თავდასხმა

უცნობი: სანაიას გამო დაჭერილები პოლიტპატიმრები არიან, თუ რამეა, მაგისტრალებსაც გადავკეტავთ

Palitranews

"ერთადერთ რაღაცას, რასაც ვაპირებთ, ვაპირებთ მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, აი ასე მდუმარედ რა, სანამ ადამიანების გულებში არ აღიძრება სამართლიანობის მომენტი რა". - მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აქციას აანონსებს სანაიაზე დაკავებულ სამი პირის გასათავისუფლებად, ვინაიდან მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

"ჩემი აზრით, პოლიტპატიმრები არის ის სამი ადამიანი, ვინც დღეს სანაიას გულისთვის სასჯელს იხდის, ისინი არიან, როგორც მედიაპატიმრები, ასევე პოლიტპატიმრები, იმიტომ, რომ მედიამ აუწია და შემდეგ იმათ უნიათობით, შიშით თუ რაღაცით, პოლიტიკურად გადაწყდა, რომ ეს ხალხი იჯდეს ციხეში.

არც უფლება ჰქონიათ ან გირაოთი გამოსულიყვნენ, როგორც არის ხოლმე. კი, ყველა იძახის, რომ პრობლემა დაბრუნდა, მაგრამ ხალხს აღარაფერს ეკითხებით, იმათ, ვინც ლეგიტიმაცია მოგცათ, სხვანაირად უნდა დავიწყოთ ბრძოლა, ამ ადამიანებს მარტო არ დავტოვებთ, რადგან უსამართლოდ იხდიან სასჯელს, იქ საერთოდ არაფერი მოხდა". - ამბობს უცნობი

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს 25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

 

კომენტარები