ჟურნალისტზე თავდასხმა

ფორმულა: ჩვენს ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ, ჰომოფობიური ლექსიკით მიმართავდნენ

ია სართანია
ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.  

მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტი ჰყვება, რომ კაცი მას ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა. 

ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა. 

ტაბულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაცია განახლებადია. 

კომენტარები