ჟურნალისტზე თავდასხმა

SJC (EMC): სასულიერო პირების მხრიდან ძალადობა ტენდენცია გახდა და სოციალურ მშვიდობას არღვევს

ირაკლი ვაჩიბერაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილი ძალადობის შემთხვევებს და სახელმწიფოს ამ შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, საჯაროდ გაემიჯნოს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები ეკლესიის შიგნით მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მოძალადე სასულიერო პირების მიმართ შიდა საეკლესიო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.  

"ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით სავარაუდო დანაშაულის არაერთი სამწუხარო ინცინდენტი დაფიქსირდა, რომელიც ძალადობის პრაქტიკის ხასიათს იღებს. ამ ინციდენტებში მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობა კი ძალადობის ნორმალიზებასა და წახალისებას ახდენს და ეკლესიის გავლენების გათვალისწინებით, სოციალურ მშვიდობას არღვევს". – ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალადობის შემთხვევებზე საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ. ძალადობის ჩამდენი სასულიერო პირების მნიშვნელოვანი ნაწილი  არ არის დაბარებული გამოძიებაში და მათ ამ დრომდე არ დაკისრებიათ პასუხისმგებლობა. მთლიანობაში ყველა ამ ინცინდენტზე საზოგადოებისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პოლიციამ და პროკურატურამ მომხდარ შემთხვევებზე და როგორია მათი შედეგები. საგამოძიებო ორგანოების დემონსტრაციული პასიურობა და არაეფექტიანობა ცხადია, რომ ამგვარ ძალადობას ახალისებს და მის ნორმალიზებას ახდენს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ძალადობის დაშვება მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომელიც მათი საქმიანობისთვის ხელშეშლისა და მედიის მუშაობის შეფერხების გაუმართლებელ შედეგებს იწვევს.  

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევები ოპოზიციური ტელევიზიის წარმომადგენლების მიმართ ყველაზე ხშირად ხდება, რაც ხელისუფლების სიძულვილის რიტორიკის და პოლიტიკური პოლარიზების საერთო რეალობის შედეგია. სიძულვილისა და ნაციონალისტური ნარატივების უპასუხისმგებლო გამოყენება განსაკუთრებით მწვავედ დავით-გარეჯის საკითხის და "კარტოგრაფების საქმის" გარშემო გამოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთავრობა და მმართველი პოლიტიკური გუნდი ამ დრომდე ვერ იაზრებს სიძულვილის და მტრობის ენის, რიტორიკისა და სენტიმენტების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს, რომელიც აზიანებს სოციალურ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.    

"ჩვენი აზრით, სასულიერო პირების, მათ შორის, მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ჩადენილი ძალადობის პრაქტიკა ეკლესიის შიგნით წლების განმავლობაში შექმნილი მძიმე კრიზისის შედეგი და სიმპტომია. ეკლესიის, როგორც ინსტიტუციური სისტემის წიაღში დაგროვებული სისტემური პრობლემები, მათ შორის, პოლიტიკურ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვა, საპატრიარქოს პოლიტიზირება და უკონტროლო პოლიტიკური პრივილეგიები, ფინანსური და მატერიალური რესურსების ჭარბი აკუმულაცია მაღალი იერარქების შიგნით და ამ ფონზე შექმნილი სოციალური გაუცხოება, განათლების მკვეთრად დაბალი დონე სასულიერო პირებში და სიძულვილზე, სოციალურ იერარქიებზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური და სოციალური ხედვები, წლების განმავლობაში არარეფლექსირებული და გადაუჭრელი რჩებოდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთ ეპარქიაში შექმნილი ნახევარ-კრიმინალური პრაქტიკები (განსაკუთრებით რუის-ურბნისის ეპარქიაში), რომელიც სრულად დაუსჯელი და ხელშეუხებელი რჩება, როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს მხრიდან. ჩვენ ასევე არაერთხელ გვინახავს მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ან დაშვებით/ შეწყნარებით ორგანიზებული მასშტაბური სოციალური ძალადობის შემთხვევები ჩვენს საზოგადოებაში (მაგალითად, 17 მაისი და ლგბტი ადამიანების დევნის არაერთი ეპიზოდი). კრიზისის შესახებ არა ერთი დისკუსიისა და კრიტიკის მიუხედავად, საპატრიარქოს კრიტიკული თვითრეფლექსირებისა და რეფორმის მნიშვნელოვანი პროცესი არასდროს წამოუწყია. ცხადია, რომ იზოლაციის და ჩაკეტილობის ამ მდგომარეობას ეკლესია კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეჰყავს, რომელიც უკვე შიდა განხეთქილების, შუღლის, უნდობლობისა და ძალადობის მძიმე ფორმებს იღებს.     

ჩვენი აზრით, შექმნილი კრიზისი საპატრიარქოს მხრიდან მისი გამომწვევი სისტემური მიზეზების გააზრებასა და გრძელვადიან ინსტიტუციურ რეფორმას საჭიროებს. თუმცა, ამის მიღმა, მნიშვნელოვანია საპატრიარქომ გადადგას მყისიერი ნაბიჯები ძალადობაში უშუალოდ ჩართული პირების მიმართ საეკლესიო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების მიღებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით". – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ:

  • პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ყველა ზემოთ მითითებულ ფაქტზე დაიწყოს ეფექტიანი, დროული და სამართლიანი გამოძიება და მათ შორის, გამოკვეთოს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, ასევე პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების გამო შეუწყნარებლობის მოტივები და ქმედებებს ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ: სათანადოდ გაზომოს ძალადობის შესაძლო რისკები ცალკეულ ეპარქიებში და მიიღოს ადეკვატური პრევენციული ზომები, ამ პროცესში მიუმხრობლობისა და ნეიტრალობის პრინციპების განუხრელი და მკაცრი დაცვით;
  • მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა: გაიაზრონ სიძულვილზე, შუღლზე დაფუძნებული სენტიმენტების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მძიმე სოციალური შედეგები და ზიანი და მიიღონ სათანადო ზომები (მათ შორის, საინფორმაციო კამპანიების, პარტიული რეგულაციების დაწესების გზით) მშვიდობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის დამკვიდრებისთვის;
  • საქართველოს საპატრიარქო: გაემიჯნოს ბოლო კვირებში მისი სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილ ძალადობრივ ინციდენტებს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების, კარტოგრაფების მიმართ და მიიღოს საეკლესიო სამართლებრივი და სხვა ზომები ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავე პირებისთვის სამართლიანი პასუხისმგებლობის დასაკი

კომენტარები