პოლიტიკური კრიზისი

გირჩი-მეტი თავისუფლება მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს აწერს

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს და მიზეზებს განმარტავს.

"ხელს ვაწერ სამი რამის გამო:

  1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები;
  2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს;
  3. არის შანსი, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა;
  • არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა;
  • არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება;
  • არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო;
  • არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე;
  • არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში;
  • არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ;

რისიც მჯერა, არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა, ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს ასევე:

ჩემი ეს გადაწყვეტილება ,იმედი მაქვს, მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე.

ვაპირებ, ეს დავა ბოლომდე მივიყვანო;

მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში

და ბოლოს:

მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში.

არ მგონია, ბოლომდე გვქონდეს გააზრებული, რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა" - წერს ჯაფარიძე.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა.

"ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელიც

ქართული ოცნება ხელს აწერს,  თუ საერთოშირისო პარტნიორები არჩევნების სამართლიანობას კვლავ დაადასტურებენ

ენმ ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა - მიუღებელი".

რას გადაწყვეტენ სხვა ოპოზიციური პარტიები, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გოგა ბოკერიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. პარტია დოკუმენტს განიხილავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რესპუბლიკური პარტია დოკუმენტს კომპრომისულად მიიჩნევს და მათთვის ვადამდელის დანიშვნის პრინციპი მისაღებია. 

ამასთან ერთდ, ლელო საქართველოსთვის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

 

კომენტარები