პოლიტიკური კრიზისი

სამნიძე: დოკუმენტი კომპრომისულია, უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის

შეთანხმებამდე მისასვლელი გზა, რომელიც იხილებოდა მოლაპარაკებების პროცესში, იყო პლებისციტი, იყო თვითმმართველობასთან მიბმა, იყო პროცენტზე კამათი. ჩანაწერი არის კომპრომისული ვერსია, სადაც საუბარია 43 პროცენტზე, თუ ქართული ოცნება 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში, იყვნენ თავისუფალი და წარმართონ საარჩევნო პროცესი...

თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში მედიატორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ .

კომენტარები