ვლადიმირ პოზნერი

პოზნერი: მოსკოვში დაბრუნებას 3 აპრილს ვაპირებდი, მაგრამ შეიძლება, უფრო ადრეც დავბრუნდე

Tatar-congress.org

რუსმა ჟურნალისტი და პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში მისი ხმაურიანი ვიზიტის შესახებ რუსულ გამოცემა РИА-სთან ისაუბრა. გამოცემასთან საუბარში პოზნერი ამბობს, რომ "ახლა უსაფრთხოდაა". 

ჟურნალისტი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ თავდაპირველად საქართველოში 3 აპრილამდე აპირებდა დარჩენას. 

"დღევანდელი დღის გადმოსახედიდან არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შესაძლოა, უფრო ადრეც". – ამბობს პოზნერი. 

კითხვაზე, "ვინ უზრუნველყოფს ახლა უსაფრთხოებას", პოზნერი პასუხობს, რომ პოლიცია. 

რუსი ტელეწამყვანი საქართველოში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა. პოზნერთან ერთად ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლებიც. 

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, პოზნერმა, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. უცნობია ისიც, ჰქონდათ თუ არა მათ ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისათვის საჭირო საშვი. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, დაჯარიმდება ვახშამზე მყოფი ყველა ადამიანი. 

ადგილზე მისული შრომის ინსპექციის შემდეგ, რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს, რომლითაც რუსი სტუმრები სასტუმროში გადაიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ. მორიგი აქცია 1 აპრილს, 11:00 საათზე დაიგეგმა

კომენტარები