ვლადიმირ პოზნერი

"ემოციებით დაბრმავებული უმრავლესობა" - რაქვიაშვილი პოზნერის ჩამოსვლის პროტესტზე

გირჩის პოლიტიკოსის მთავარი დამახასიათებელი - უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ წასვლის უნარია, რადგან თავისუფლებას საფრთხეს უმრავლესობა უქმნის; დაშინებული, აღზნევებული, ემოციებით დაბრმავებული უმრავლესობა. ხოლო თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ ემოციების ფონზე საღი აზრის შენარჩუნებას გულისხმობს. ეს კი მარტივი არ არის და გამოცდილი ადამიანებიც კი ამ ბრძოლას ვერ უძლებენ და უმრავლესობისგან მოწონებულ იდეების სამყაროში გარბიან.

წერს Facebook-ზე გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვინ არის ვლადიმირ პოზნერი წაიკითხეთ - აქ

კომენტარები