პოზნერის ვიზიტი

აქტივისტებმა სასტუმროს, სადაც პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს

სამოქალაქო აქტივისტებმა, სასტუმრო ვინოტელს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება,  ელექტროენერგია გაუთიშეს

"შევედით სასტუმროს უკანა მხარეს და ჩავუქრეთ შუქი. ჩამოვწიეთ "რუბილნიკი" და ვეღარ გააგრძელებენ ქეიფს". – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნარსია. 

პოლიციელებმა ელექტროენერგიის ჩართვა უკვე მოახერხეს. 

რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღეს საქართველოში იხდის. მასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

საბჭოთა პროპაგანდისტი - ვინ არის ვლადიმირ პოზნერი  წაიკითხეთ - აქ

კომენტარები