ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

შსს: პოზნერი და მისი სტუმრები დაჯარიმდებიან

რუსი ტელეწამყვანი პოზნერი და მისი სტუმრები, რომელებიც რუმსიდან გამოვიდნენ, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

ამასთან ერთად, შრომის ინსპექციის წარმომადგენლის ინფორმაციით, სასტუმრო, სადაც რუსი ჟურნალისტი პოზნერი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. 

რუსი ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღის გადახდას საქართველოში აპირებდა.

თვითმფრინავი საქართველოში დღეს, 31 მარტს  დაეშვა. ვლადიმირ პოზნერთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

კომენტარები