შრომის ინსპექცია სასტუმროზე, სადაც პოზნერი იმყოფება: დავაჯარიმეთ 10 000 ლარით

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის ინფორმაციით, სასტუმრო, სადაც რუსი ჟურნალისტი პოზნერი და მისი მეგობრები იმყოფებიან 10 000 ლარით დააჯარიმეს. 

"როგორც კი შრომის ინსპექციისთვის გახდა ცნობილი აღნიშნული ფაქტის შესახებ, მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება, გამოვლინდა 322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი, დაჯარიმდა ობიექტი იურიდიული პირი 10 000 ლარით". - ამბობს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი. 

რაც შეეხება პოზნერს და მის მეგობრებს, რომლებმაც გადაადგილების შეზღუდვა დაარღვიეს, შრომის ინსპექციის განმარტებით, მათ მხოლოდ ობიექტის დაჯარიმების უფლება აქვთ. 

"პირების მიერ კანონის დარღვევას, შესაბამისი სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ქმედებაზე". 

რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღეს საქართველოში იხდის. მასთან საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

საბჭოთა პროპაგანდისტი - ვინ არის ვლადიმირ პოზნერი  წაიკითხეთ - აქ

კომენტარები