ნიკა მელიას დაკავება

ღარიბაშვილი: მელიას ოჯახს, პარტიის წევრებს შეუძლიათ, გირაო გადაიხადონ და გამოიყვანონ

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე ამბობს, რომ  "მელიას ოჯახს, პარტიის წევრებს შეუძლიათ, გირაო გადაიხადონ და გამოიყვანონ."

"რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მე მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო - რომ საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო ის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში.

ბატონ მელიას და მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და თუ მათ ინტერესებში შედის ბატონი მელიას ციხიდან გამოყვანა, მანამ, სანამ საბოლოო განაჩენი დადგება, იგი იყოს გამოყვანილი ციხიდან". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიკური მართლმსაჯულება/პატიმრების საკითხია. 

  • რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში 

პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. 

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე მისი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები