აშშ-ირანის მოლაპარაკებები

Reuters: აშშ-მ და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

აშშ-მ და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, შეთანხმებას ხელი მოაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა, ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა.

Reuters მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ შეთანხმების დეტალები, სავარაუდოდ, მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში გასაჯაროვდება, ტექნიკური მოლაპარაკებები კი მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.

Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის დაუყონებლივ გახსნას და ირანის მიმართ საზღვაო ბლოკადის მოხსნას.

კომენტარები