ნიკა მელიას დაკავება

ვოლსკი: სახალხო დამცველმა ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ის არის ნაცდამცველი

ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება -  რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არ გადააჭარბა ძალას პოლიციამ, სწორი გადაწყვეტილება არის სასამართლოსი თუ არ არის სწორი, ამაზეც კი შეუძლია, იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი.

სამარცხვინოა, როცა ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ამკობენ ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს.

სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, აბსოლუტურად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ შეფასებას და სახელწოდებას მისი საქმიანობა, დაფიქრდეს, სამართლებრივი შეფასებები მისცეს და ამ თემასთან დაკავშირებით ვიკამათოთ, ეს არის მისი ვალდებულება...

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ნიკა მელიას დაკავებაზე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, "არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება, საბჭოთა საქართველოს მსგავსად, დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება".

კომენტარები