კორონავირუსი და შეზღუდვები

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დავიწყეთ"– შსს ბარზე JAPARASTAN

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზურა ჯაფარიძის ბარის დალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს. 

შსს აცხადებს, რომ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

"შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა თუმცა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ბარი 14 თებერვალსაც გაიხსნა.  და ის პოლიციამ დალუქა. 

ჯაფარიძე ბარის გახსნისას ამბობდა, რომ დალუქვის შემთხვევაში ის ლუქს ახსნიდა და მუშაობს მანამ გააგრძელებდა, სანამ არ დააპატიმრებდნენ. 

კომენტარები