არჩევნები 2020

ელისაშვილი: უბრალოდ კი არ შევდივარ პარლამენტში, ხელში მიჭირავს მემორანდუმი

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

"უბრალოდ კი არ შევდივარ პარლამენტში, ხელში მიჭირავს მემორანდუმი". - ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მთავართან ინტერვიუში. 

"ძაან თავაწეული შევდივარ პარლამენტში და ძალიან პირნათელი ვარ მთელი ქვეყნის წინაშე და ხალხის წინაშე.  

უბრალოდ კი არ შევდივარ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხელში მიჭირავს მემორანდუმი და არ დაივიწყოთ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გამოშვებული იმ 5-კაციანი სიიდან". - ამბობს ელისაშვილი. 

29 იანვარს მოქალაქეების წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია. ივერი მელაშვილი მის სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ არ უნდა, ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოადგენდეს და რომ არასწორია, ვინმემ დამსახურება მიიწეროს, მე რაკი დავაყენე საკითხი, პარლამენტში შევალო. მელაშვილი ამბობს – "მირჩევნია, წავიდე და უკან ციხეში ჩავჯდე".

ისნის N5 საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, რომლებიც სასამართლომ 10-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების თავისუფლებით ვაჭრობა მიუღებელია.

"ჩემი თავისუფლებით ნურავინ ნუ ვაჭრობს". – ამბობს აკაკი ხუსკივაძე. 

"როგორ შეიძლება ვიღაცის ტყუილად დაჭერილი ადამიანის ხარჯზე ვიღაც მოხვდეს პარლამენტში". – ამბობს აკაკი კობალაძე.

კომენტარები