ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე

ელისაშვილი მელაშვილი-ილიჩოვაზე: ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკებების შედეგი

ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას Facebook-ზე ეხმაურება.

კომენტარები