დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი ელისაშვილზე: არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე

მადლობა აბსოლუტურად ყველა პარტიას, რომლებიც გვერდში მედგნენ იმიტომ, რომ ეს იყო მართალი საქმე. მხარდაჭერა ადამიანებისა, რომლებიც ტყუილუბრალოდ ჩასვეს რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის, მადლობა ყველა პარტიას ამისათვის, მათ შორის მოქალაქეებს, ელისაშვილს, კი ბატონო.

მაგრამ იმის გამოყენება, რომ ეს მისი დამსახურებაა, ცალკე რომელიმე პარტიის დამსახურებაა და ამის გამო პარლამენტში შესვლა, მე ნამდვილად არ მინდა, რომ ამისი ნაწილი ვიყო. ასე მიმაჩნია - მიიღო ოპოზიციამ გადაწყვეტილება? ალბათ უნდა შეასრულონ ბოლომდე.  

მე ვთვლი, სწორია, რომ არ შედიან, ანუ არ აძლევენ ლეგიტიმაციას პარლამენტს, არ აძლევენ იმიტომ, რომ გაყალბება მოხდა. ეს არის ერთიანი გადაწყვეტილება, ხალხის გადაწყვეტილება. თითოეული პარტია ვალდებულია ალბათ, რომ მოლაპარაკება დაიცვას. ამიტომ ცალკე რაღაც იქიდან გამოყოფა, მეც ამიტომ გითხარით, რომ არ მინდა ამის ნაწილი ვიყო. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ვინმემ დამსახურება მიიწეროს, მე რაკი დავაყენე ეს საკითხი ამიტომ შევალ პარლამენტში, რაკი ჩემი ეს დააკმაყოფილა მთავრობამ, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. 

არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე.

ამბობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი მთავარი არხის ეთერში. მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება არის მოლაპარაკებების შედეგია. 

კომენტარები