დავითგარეჯის საქმე

მირჩევნია წავიდე და ციხეში ჩავჯდე – მელაშვილი ელისაშვილსა და პარლამენტში შესვლაზე 

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ვინმემ დამსახურება მიიწეროს, მე რაკი დავაყენე ეს საკითხი, ამიტომ შევალ პარლამენტში, რაკი ჩემი ეს დააკმაყოფილა მთავრობამ, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია.  არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე.

[...] ამიტომ ვთხოვდი გინდა ელისაშვილს და, ვინც გინდა იყოს, დიდი მადლობა, ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ, ასე მიაღწევს ქვეყანა წარმატებას. თუ ამას ვერ ასრულებთ, თავი დაანებეთ - ივერი მელაშვილი გამოუშვეს და ამის გამო ავდგები და პარლამენტში შევალ. თუ გინდათ უკან წავალ, წამიყვანონ უკან. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ მე გამომიყენოს ვიღაცამ - ეს რომ გამოუშვეს, მე პარლამენტში შევალ.

არ მიმაჩნია სწორად ეს დამოკიდებულება. [...] ცალკე ნუ გამხდით მსჯელობად, გინდა ალეკო ელისაშვილმა მიიწეროს ცალკე დამსახურებად, რომ მე ციხიდან გამომიშვეს, არა, მირჩევნია, წავიდე და უკან ჩავჯდე ციხეში.

ამბობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი მთავარი არხის ეთერში. მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება არის მოლაპარაკებების შედეგი. 

კომენტარები