არჩევნები 2020

სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას

რაც შეეხება ბოლო დღეებში ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟებს ძალიან ბევრ თემაზე და ყოველდღე ახალ-ახალი თემის აგორებას ცდილობს ოპოზიცია და ზოგიერთი ტელევიზია, მკაფიოდ არის, რომ მიზანი არის სწორედ მოლაპრაკებების შეშლა. მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი შედგა საქართველოში და დაიწყო მედიაციის პროცესი, ოპოზიციამ დაინახა, რომ რაღაცა ახალს თუ არ მონახავენ ამ შემთხვევაში, ისინი იძულებულები იქნებიან, ჩაერთონ იმ მოლაპარაკებებში, რომლის გაგრძელების სურვილი მათ არანაიარად არ ჰქონდათ და იწყებენ შესაბამისად ახალი სკანდალების გამოჩეკვას.

უთხრა პარლამენტში ჟურნალისტებს ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

კომენტარები