ჩვენს ოპონენტებს აბსოლუტურად გულწრფელად, ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება, არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას, ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა.
ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ და უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე...