არჩევნები 2020

დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას

ხატია დეკანოიძე
საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ენმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. დეკანოიძის შეფასებით, "ეს არ არის ის კომისია, რომელიც რაიმე სახით გამოხატავს ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას ან გამოძიებას".

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კომისია არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელი იყო ამ მძიმე დარღვევების და ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების შესასწავლად, როგორც ეს სენატმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეაფასა. აქ არ მონაწილეობს ოპოზიცია, შესაბამისად ჩვენ ამ განხილვაში მონაწილეობას არ ვიღებთ“. – თქვა დეკანოიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

26 ივლისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ და დაამტკიცებენ.

კომენტარები