არჩევნები 2020

კობახიძე: სამაჯურის ამბავი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ნიკანორ მელია კრიმინალია

სამაჯურის ამბავი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი. მას აქვს მონაწილეობა მიღებული ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეში, რაც დადასტურებული დანაშაულია, რაც შეეხება, თუ თავისუფლების აღკვეთა არ არის შეფარდებული პირის მიმართ, მაშინ მათ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამიტომ მონაწილეობდა ის არჩევნებში. თუმცა, მის მიმართ არის სხვა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს...

ქართული ოცნების ლიდერმა რუსთავი 2-ის ეთერში ნიკა მელიაზე ისაუბრა, რომელსაც დღეს 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული გირაო სასამართლომ 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო სხვა შეზღუდვები მოუხსნა, გარდა საზღვრის უნებართვოდ კვეთისა. შესაბამისად, პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომელიც მელიასთვის გირაოს თანხის 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვდა.

კომენტარები