სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მიუღებელია ზოგის განცხადება ეკლესიიდან, რომ ვაქცინა შეიძლება ცუდი იყოს

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ არა მარტო პატრიარქს, არამედ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს და ეს გამოჩნდა არაერთხელ, მემგონი. აქაც ყველაფერში არ ვეთახნმები. მაგალითად, არ ვეთანხმები დღეს იმაში, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება, ცუდი იყოს ვაქცინები COVID-ის პანდემიის წინააღმდეგ. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.

[...] ეს უკვე არის ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

კომენტარები