სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: კულტურა, მეცნიერება, სპორტი ის სამეულია, რომლითაც შეგვიძლია გავეცნოთ მსოფლიოს

კულტურა, მეცნიერება და სპორტი - ეს ის ბრწყინვალე სამეულია, რომლითაც შეგვიძლია გავეცნოთ მთელ მსოფლიოს. საზღვარგარეთით არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროები, რომლებიც მოღვაწეობენ სამშვიდობო მისიებში და ვინც წარმოაჩენს ჩვენს სრულფასოვან მონაწილეობას მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვაში.

რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია, ეს არის გაყოფილი ქვეყანა, საოკუპაციო ხაზი, ოკუპირებული ტერიტორიები და ტყვეობაში მყოფი მოსახლეობა. ეს წარმოადგენს ჩვენს ყველაზე დიდ, ყოველდღიურ და უფრო და უფრო მძიმე გამოწვევას. ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნებაა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა გამოიტანს შედეგს. ჩვენი გზა ევროპისა და ნატოსკენ ნათელი და უცვლელია, ნატოსა და ევროკავშირის შიდა გამოწვევები ჩვენზე ვერ იქონიებს გავლენას და არ შეგვაცვლევინებს გეზს.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ელჩებს უმასპინძლა და სიტყვით მიმართა.

კომენტარები