მე არაერთი კომენტარი გავაკეთე გიორგი ქობულიას გამონათქვამებზე. სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენ. ზოგადად, ჩვენ, მართვაში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრები. ბოლო თვის, ბოლო კვარტლების შედეგები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მთავრობის ბოლო სხდომაზე ჩემს მიერ მოტანილი კონკრეტული სტატისტიკა ამის ყველაზე მყარი არგუმენტია. რაც შეეხება თეორიებში საუბარს, სჯობს, ყველამ კონკრეტული მაგალითი მოიყვანოს. შემიძლია დაგპირდეთ, რომ როდესაც კონკრეტული ფაქტი იქნება, რომ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე, გარეულია კორუფციაში, ჩვენ და კანონი ვიქნებით ძალიან მკაცრი. ამის პირობა შემიძლია მივცე ყველას და სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სულისკვეთება
tbl.ge/3p0v
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ ის გადააყენეს და თავისი ნებით არ გადამდგარა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება
- კობახიძე: ვაზიანში აეროპორტი აშენდება, რამდენიმე წელში გვექნება ულტრათანამედროვე აეროპორტი
- მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, ბიუჯეტი 3 694 328 186 ლარია
- კულტურასა და სპორტში მოღვაწე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტები გაიცემა
- კობახიძე: ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ